The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხორგუაშვილი

გიორგი ხორგუაშვილი
სხვა სახელი:გიორგი მოდრეკილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:25 აგვისტო, 2011  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დოესი, კასპის რაიონი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სასხელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1953 წელს.

1953-1955წწ. მუშაობდა კასპის რაიონის კოდისწყაროს რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1956-1958წწ. იყო კასპის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1958 წლის ოქტომბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის კასპის რაიკომში ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1961 წლის ივნისამდე. შემდგომ მუშაობა განაგრძო კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად. სტუდენტობისას ჩაბმული იყო სამეცნიერო და ლიტერატურულ შემოქმედებით წრეებში, დაამუშავა რამოდენიმე სამეცნიერო შრომა, რომლებიც თეზისების სახით დაიბეჭდა, მათ შორის გამოირჩევა: "დედაშვილობის საკითხი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში" და "ტიპიურობის პრობლემა", რომლებიც წაიკითხა სტუდენტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე, მოიპოვა პირველი ადგილი და დაიმსახურა პრემიები. მისი პირველი ლექსი "სამგორი" დაიბეჭდა გორის საქალაქო გაზეთში "სტალინელი", ხოლო პირველი მოთხრობა გორის სალიტერატურო ალმანახში "მერანი" 1958 წელს, მათ მოყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც დაიბეჭდა "მერანის" მომდევნო წიგნში და გორისავე ალმანახ "ლიახვში", მას შემდეგ სისტემატიურად იბეჭდება რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში.

წყარო: გეონელროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კასპის საისტორიო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ფონდის კასპის ფილიალი, გამგე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • ჟურნალ "დროშის" პრემია
  • ჟურნალ "პიონერი"-ს პრემია
  • ქალაქ კასპის საპატიო მოქალაქე
  • კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: