შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კამკამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს. 1949 წლიდან მუშაობს ელექტროტექნიკურ ნაგებობათა სამმართველოს (თელასი) ტექნიკოსად, შემდეგ დისპეჩერად, ჩითახევჰესის ელექტრო საამქროს უფროსად, საქენერგოს ცენტრალური ლაბორატორიის საამქროს უფროსად, 1956 წლიდან კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა გამოთვლითი ტექნიკის კათედრას; 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 10 გამოგონების ავტორია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა – "უწყვეტი პროცესების ავტომატიზებული მართვის მოდელები ადაპტური პარალერული ძიებით". წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; matsne.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.126; m.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |