The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ლოსაბერიძე

დავით ლოსაბერიძე
Date of birth:11 April, 1965  (59 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს.

იყო ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგენეზის საპრობლემო ჯგუფის მეცნიერ თანამშრომელი. 1986–1987წწ. მუშაობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მეცნიერ მუშაკად, 1987–1989წწ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილების მეცნიერ მუშაკად, 1987–1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ლექტორად, 1993–1995წწ. ევროპული მენეჯმენტის სკოლის ლექტორად, 1993–1995წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკად, 1996 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის გამგეობის წევრი, ხოლო 1997 წლიდან სამოქალაქო განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, 1995 წლიდან საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" რეგიონულ კოორდინატორად, 1995–1996წწ. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" იურიდიული კომისიის წევრი, 1995–1997წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის სახელმწიფო სტრუქტურების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად, 1996 წელს ეუთოს საწვრთნელი პროგრამის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სომხეთსა და აზერბაიჯანში ლექტორად, 1996–1998წწ. ნატოს კვლევითი პროგრამის მეცნიერ მუშაკად, 1997–1998წწ. ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოს იურიდიული და თვითმმართველობის კომისიათა თავმჯდომარედ, 1997 წლიდადან სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი, 1998 წლიდან ამავე ცენტრის პროგრამის –პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კომისიებისათვის, ლექტორად. 1998–1999წწ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გამგების წევრად. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო თემა – ''საქართველოს უძველესი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის პრობლემა", დაიცვა 1992 წელს.

Bibliography


Share: