ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ოთარ ოსაძე
დაბადების თარიღი: | 26 დეკემბერი, 1927 |
გარდაცვ. თარიღი: | 6 თებერვალი, 2018 (90 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.
დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1949 წელს.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის დოცენტი; კითხულობდა ლექციებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბიბლიოთეკათმცოდნე-ბიბლიოგრაფი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს ბიბლიოთეკართა ასოციაცია, წევრი
ბიბლიოგრაფია
- შავფაროსნები : პოემა / ნოდარ ჟიჟიაშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2008. - 61გვ.
- მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს : ლექსები და პოემები / ნოდარ ჟიჟიაშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2008. - 104გვ.
- მესხეთის არწივები : პოემა / ნოდარ ჟიჟიაშვილი (რედაქტორი). - თბილისი, 2007. - 56გვ.
- აზრთა ზარდახშა : ამონარიდი ქართ. და მსოფლიო ლიტ. საგანძურიდან) (შემდგენელი). - თბილისი, პედ. უნივერსიტეტი, 2000. - 532გვ.
- ათწილადი კლასიფიკაცია : შემოკლებული და გადასაყვანი ცხრილები მასობრივი ბიბლიოთეკებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, 1996. - 21გვ.
- ქალი უსიყვარულოდ?! (შემდგენელი). - თბილისი, დიადემა, 1993. - 92გვ.
- ქმარი ღმერთია ქალისა : ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები ცოლ-ქმრული ცხოვრების შესახებ (შემდგენელი). - თბილისი, წიგნის პალატა, 1992. - 96გვ.
- ქართვლის დედაო! ძუძუვ ქართლისა : გამონათქვამები ქართველი ქალის შესახებ (შემდგენელი). - თბილისი, წიგნის პალატა, 1992. - 40გვ.
- სასკოლო ბიბლიოთეკა : მეთოდური სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1967. - 162გვ.
- ბეჭდვით ნაწარმოებთა აღწერა და ანბანური კატალოგი (თავაავტ. კვირიკაშვილი ლევან) : სახელმძღვ. ბიბლიოთეკათმცოდნ. ფაკ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 242გვ.
|