The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ცარციძე

ნანა ცარციძე
ოფიციალური სახელი:მაყვალა ცარციძე
დაბადების თარიღი:1942  (82 წლის)
კატეგორია:ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1970წწ. სწავლობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1970-1983წწ. მუშაობდა განათლების სამინისტროს სისტემაში; ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის კათედრაზე; 1992 წ-დან  კითხულობდა ლექციებს სულხან საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა–"სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა სასწავლო უნარ-ჩვევათა დიაგნოსტიკური მეთოდიკა და საკორექციო მუშაობის გზები", დაიცვა 1998 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: