The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ეთერ ხუფაცარია

ეთერ ხუფაცარია
Date of birth:25 August, 1934  (79 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1957 წელს.

1961-1997წწ. მუშაობდა თბილისის ყრუ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში, 1971-1978წწ. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სკოლა-ინტერნატების სამმართველოს მეთოდური კაბინეტის მეთოდისტად სურდოპედაგოკის განხრით, 1978 წლიდან დღემდე მუშაობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ მუშაკად, 1993 წლიდან კითხულობს ლექციებს სურდოპედაგოგიკაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა და 1996 წლიდან დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში. არის 42 სამეცნიერო შრომის ავტორი. დანერგილი აქვს სმენადარღვეულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატებში წარმოთქმის სწავლების ახალი მეთოდები.

პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დისერტაცია დაიცვა 1983 წელს.

Awards and Honors

  • სოც. შეჯიბრებაში გამარჯვებულის სამკერდე ნიშანი
  • სახალხო განათლების წარჩინებული (სამკერდე ნიშანი)

Bibliography


Share: