Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ ბოგომოლოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება) 1954 წელს. 1956-1994 წწ. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: 1956-1959 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი; 1959–1962 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1962-1977 წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1977-1994 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის (ამჟამად პოლიტოლოგიის ინსტიტუტი) ლიტერატურული ურთიერთობის განყოფილების გამგე; 1994-2003 წწ. თსუ-ს რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. სახელმწიფო საჭოს წევრი (1992); 1992-1995 წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს რუსეთის ა. ს. პუშკინის საიუბილეო მედალი და იუნესკოს დიპლომანტის წოდება. სადისერტაციო თემა – "ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XIX საუკუნის პირველი ნახევარი )", დაიცვა 1969 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 96; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.62 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |