The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჩალაბაშვილი

თემურ ჩალაბაშვილი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ჩალაბაშვილი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1951
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 2023  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს.

ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ  ლიტერატურულ ჟურნალ "დროშა"-ში.  მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ "პირველ სხივში", დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა "მერანი"-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: "მზე მამულის კვამლში", "სანთელი", "პოეტის ასი ლექსი" , "დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები". 

წყარო: საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალი: geoelite.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.140

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (2018-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ლიტერატურული პრემია "მუზა"
    ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2011 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: