The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ზედგინიძე

ირაკლი ზედგინიძე
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 2011  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს.

1972-2011 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის კათედრის გამგე. ირაკლი ზედგენიძის კვლევები ეხება საზომი ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვის, მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის საკითხებს. შექმნა ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის ქართული სკოლა. არის 9 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). მეცნიერი ავტომატიკასა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში.

სადისერტაციო თემა - "ექსპერიმენტის დაგეგმვა რთული ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისათვის", დაიცვა 1973 წელს.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი (1994-)
  • კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: