Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კანდიდ ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სურმუში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1955 წელს სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. 1927 წლიდან იყო გაზ. "კომუნისტის" პარტიული ცხოვრების განყოფილების გამგე, რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი; 1933 წლიდან გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1936-1937წწ. ჟურნალ "პარტიული მშენებლობის" რედაქტორის მოადგილე, საქართველოს კპ ცკ-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის განყოფილების გამგე; 1938 წელს საქართველოს ცკ-ის მდივანი; 1938-1952წწ. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1953 წელს სკკპ ცკ-ის ინსპექტორი; 1953-1956წწ. უზბეკეთის სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს, შემდეგ კი მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1962-1963წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1963-1972წწ. საქართველოს სსრ სახ. საგეგმო კომიტეტის სახ. მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მძიმე მრეწველობის განყოფილების გამგე, 1972-1981წწ. - დირექტორის მოადგილე, 1981-1988წწ. - დირექტორი. მისი შრომები ეძღვნება საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების აქტუალურ პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.84 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |