The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1907
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1994  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სურმუში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1955 წელს სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა.

1927 წლიდან იყო გაზ. "კომუნისტის" პარტიული ცხოვრების განყოფილების გამგე, რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი; 1933 წლიდან გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1936-1937წწ. ჟურნალ "პარტიული მშენებლობის" რედაქტორის მოადგილე, საქართველოს კპ ცკ-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის განყოფილების გამგე; 1938 წელს საქართველოს ცკ-ის მდივანი; 1938-1952წწ. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1953 წელს სკკპ ცკ-ის ინსპექტორი; 1953-1956წწ. უზბეკეთის სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს, შემდეგ კი მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1962-1963წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1963-1972წწ. საქართველოს სსრ სახ. საგეგმო კომიტეტის სახ. მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მძიმე მრეწველობის განყოფილების გამგე, 1972-1981წწ. - დირექტორის მოადგილე, 1981-1988წწ. - დირექტორი. მისი შრომები ეძღვნება საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების აქტუალურ პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.84

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1930-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1978 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    კოლექტიური მონოგრაფიისათვის - საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა, მიღწევები, პრობლემები, პერსპექტივები
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: