ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გულბათ ტორაძე
დაბადების თარიღი: | 14 ოქტომბერი, 1928 |
გარდაცვ. თარიღი: | 17 ოქტომბერი, 2018 (90 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წ., თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება 1952 წელს.
1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1976 წელს იყო მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე, 1952-1953წწ. საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის პედაგოგი, 1953 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და კრიტიკულ–პუბლიცისტურ მოღვაწეობას, 1973-1976წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის მუსიკის სექციის თავმჯდომარე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, პროფესორი, მუსიკათმცოდნე.
სადისერტაციო თემა– "ქართული სიმფონიური პოემა ", დაიცვა 1969 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1968-1973)
- საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, მდივანი (1992-1995)
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2016 - საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი"
ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- 1999 - ღირსების ორდენი
ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, ახალგაზრდა მუსიკოსთა აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
- 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ქართული მუსიკა საუკუნის გადასახედიდან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1998. - 204გვ.. - ISBN: 999-28-51-04-X
- არჩილ ჩიმაკიძე : კრებული (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1997. - 94გვ.
- მუსიკოსები იცინიან (შემდგენელი). - თბილისი, საქ. რესპ. მუს. ფონდის გამ-ბა, 1992. - 40გვ.
- 400 შეკითხვა (პასუხებითურთ) მუსიკის მოყვარულებს : კრებული (ავტორი). - თბილისი, საქ. მუსფონდის გამოცემა, 1992. - 74გვ.
- ნიკოლოზ გუდიაშვილი : რჩეული ნაწარმოებების ბიბლიოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 19გვ.
- ქართული მუსიკის ისტორია : წ. 1. დამხმ. სახელმძღვ. კონსერვატორიის სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1990. - 302გვ.
- ქართული ფეხბურთის დიდოსტატები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 70გვ.
- ანასტასია ვირსალაძე : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 191გვ.
- მუსიკალურ გზაჯვარედინებზე (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1979. - 67გვ.
- Композиторы Грузии (ავტორი). - Тбилиси, Мерани, 1968. - 132с.
- იონა ტუსკია : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საქ. მუსფონდის გამომცემლობა, 1962. - 73გვ.
- Симфонические произведения "Звиадаури" и "Миндиа" Шалвы Мшвелидзе. (ავტორი). - Москва, Музгиз, 1958. - 51с.
|