The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ კოპალეიშვილი

თეიმურაზ კოპალეიშვილი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2019  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს.

1953-1956წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1956-1957წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, 1958-1961წწ. საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1961-1964წწ. თსუ-ს თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი, 1964-1973წწ. ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის თეორიული განყოფილების გამგე, 1973-1979წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის, ხოლო შემდგომში მის ბაზაზე შექმნილი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1974–1987წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე,  ჟურნალების :"თსუ შრომების" და "ფიზიკის" რედაქტორი. ფიზ-მათ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემაა: ''Структура легких ядер и процессы положения пи-мезонов и гамма-квантов''.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980,-გვ.660; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1979-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • 1973 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს განათლების სამინისტრო (პირველი პრემია)
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: