The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ შუდრა

ომარ შუდრა
Date of birth:23 January, 1942  (82 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი კიბერნეტიკის განხრით 1965 წელს.

1966–1970 წწ. მუშაობდა დუბნის (მოსკოვის  ოლქი) ბირთვულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტში გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორიის უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე, ერთდროულად იყო თსუ ასპირანტი. 1980 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ავტომატიზაციის ჯგუფის უფროსი. 1980 წლიდან ახლადშექმნილი თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანია; რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1995 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. 2009 წლიდან არის სკოლის (შპს "დეა") სამეცნიერო კონსულტანტი. კომპიუტერული თემატიკით  გამოქვეყნებული აქვს 20–მდე სამეცნიერო  შრომა, სულ გამოქვეყნებული აქვს 80-მდე მეთოდური და სამეცნიერო-პოპულარული სტატია. არის რამდენიმე წიგნის რედაქტორი, მთარგმნელი (რუსულიდან), გამოქვეყნებული აქვს საავტორო რუბრიკები ჟურნალებში. კითხულიბდა ლექციების კურსს "დოკუმენტალისტიკა", "ოფისის მართვის ტექნოლოგია" და სხვ. თსუ 7 ფაკულტეტზე და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, პროფესიულ კოლეჯებში. ატარებდა მასტერ-კლასებს, ტრენინგებს საოფისე უნარ-ჩვევებში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (dspace.nplg.gov.ge) ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" განთავსებულია მისი წიგნები: "მართვის კულტურა" (2009, 2015), "მოგონებები" (2010), "საოფისე (სამსახურებრივი) უნარ-ჩვევების ტრენინგი" (2013), "ბავშვის აღზრდის პირველი ნაბიჯები" (რედაქტორი, 2013), "ბიოგრაფიული ნარკვევები" (2015), "ჩვენი სახელოვანი თანამემამულეები" (რედაქტორი, 2018). ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.  

სადისერტაციო თემა – "ფიზიკური ექსპერიმენტის ავტომატიზაცია კომპიუტერის გამოყენებით", დაიცვა 1974 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2000-)
  • ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია, ნამდვილი წევრი (2016-)

Bibliography


Share: