Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გიორგი გოგოლაშვილი
Date of birth: | 24 July, 1948 (76 years) |
Category: | Linguist, Scientist, Educator, Publicist, Philologist |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი.
1975 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, ძველი ქართული ენის კათედრის გამგე, ქართული ენის ინსტიტუტის დირექტორი; 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეც. მუშაკი (ყველა რანგისა), სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, განყოფილების ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი სამეცნიერო გამოცემებისა: "ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები", "დიალექტოლოგიური კრებული", "საენათმეცნიერო ძიებანი"; 1994-2005წწ. ჟურნალ "ბურჯი ეროვნებისას" მთავარი რედაქტორი და გამომცემელი; 400-ზე მეტი სამეცნიერო, პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომის ავტორი (მათ შორის 40-ზე მეტი წიგნისა). 2022 წელს მიღებული აქვს დიპლომი მუხრან მაჭავარიანის შემოქმედების შესწავლაში შეტანილლი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სადოქტორო სდისერტაციის თემა - "ქართული ზმნის უღვლილების სისტემა", დაიცვა 1992 წელს.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 69; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები /რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.144; გიორგი გოგოლაშვილის კულტუროლოგიური ღვაწლი / მ. თავდიშვილი.-თბ.,2023.-212გვ.
Member of Organizations
- ბ. ჯორბენაძის საზოგადოება, თავმჯდომარე
- იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, თანათავმჯდომარე
- სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
Awards and Honors
- 2024 - უნივერსიტეტის ოქროს მედალი
ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
- 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
- 2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- 2015 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
სიბრძნე იაკობისა : იაკობ გოგებაშვილი და მისი "დედაენა" / გიორგი გოგოლაშვილი .-თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014.-406გვ.; ქართული სალიტერატურო ენა : ნარკვევები / გიორგი გოგოლაშვილი .- თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013.-316გვ.; ქართული ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა / გიორგი გოგოლაშვილი .- თბილისი : მერიდიანი, 2013.
- 2013 - არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია
ქართული ზმნა = Georgian verb : ფორმაწარმოების საკითხები / გიორგი გოგოლაშვილი .- თბილისი : მერიდიანი, 2010 .- 520გვ.; თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია : სალიტერატურო ენა - ისტორია და თანამედროვეობა / გიორგი გოგოლაშვილი. - თბილისი : მერიდიანი, 2011. - 832გვ.
- 2012 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერებათა დარგში
- 2005 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
პედაგოგიურ საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის
Bibliography
- თხზულებანი (Author) // ტომი 1, ქართული ზმნა (ფორმაწარმოების საკითხები). - თბილისი, საარი, 2023. - 544გვ.. - ISBN: 978-9941-8-6020-1
- ეპოქა და მწერალი (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 242გვ.
- ენა - ულმობელი მსაჯული : დიალოგები (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.9. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2022. - 146გვ.
- "მწერალი სტილია... სტილი არსებაა..." : ფიქრები ოთარ ჩხეიძეზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.7. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2022. - 164გვ.. - ISBN: 9789941360091
- რა ფერისაა სიტყვა? : ესეები / გიორგი გოგოლაშვილი (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.8. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2022. - 174გვ.. - ISBN: 9789941491900
- "ენა მწერლის ბალავარია" : ფიქრები მიხეილ ჯავახიშვილზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.5. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2021. - 195გვ.. - ISBN: 9789941139932
- "ენა ერის თავდაცვის იარაღია" : ფიქრები კონსტანტინე გამსახურდიაზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.6. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2021. - 142გვ.. - ISBN: 9789941139949
- ქართული ენის წუთისოფელი (Author). - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2021. - 152გვ.
- "ერი დედაა ენისა" : ფიქრები ვაჟა-ფშაველაზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.4. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2020. - 168გვ.. - ISBN: 9789941139499
- "მეოხად ჩუენდა"... - ილია და აკაკი, იაკობი (Author). - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2020. - 112გვ.. - ISBN: 9789941139406
- "შვენებით სავსე ქართული" : ფიქრები დავით კლდიაშვილზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.1. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2019. - 80გვ.. - ISBN: 9789941138140
- "ქართული ქართველთ რწმენაა" : ფიქრები მუხრან მაჭავარიანზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.2. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2019. - 72გვ.. - ISBN: 9789941138157
- "ენა - ბედისწერა" : ფიქრები ანა კალანდაძეზე (Author) // სერია "ენა და მწერალი"; წ.3. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2019. - 96გვ.. - ISBN: 9789941138881
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (Co-Author) // ტ.III, დიალექტების მორფოლოგია: კრებსითი ანალიზი. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2017. - 480გვ.. - ISBN: 9789941135613
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (Co-Author) // ტ.IV, დიალექტების მორფოლოგია: პარადიგმები. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2017. - 510გვ.. - ISBN: 9789941135613
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (Co-Author) // ტ.II, სალიტერატურო ენის მორფოლოგია : ზმნა. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2016. - 480გვ.. - ISBN: 9789941135613
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (Co-Author) // ტ.I სალიტერატურო ენის მორფოლოგია : ზოგადი, სახელი. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2016. - 404გვ.. - ISBN: 9789941135613
- დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013) (Author). - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2016. - 316გვ.. - ISBN: 9789941135316
- "დედაენის" თავგადასავალი (Author). - თბილისი, ციცინათელა, 2015. - 48გვ.. - ISBN: 9789941936470
- ღვაწლი და წუთისოფელი იაკობ გოგებაშვილისა (1840-1912) : 100 წელი "დედაენის" უკვდავი შემოქმედის გარდაცვალებიდან (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 100გვ.. - ISBN: 9789941440274
- "დედაენა"-ძეგლი სამარადისო (Author). - თბილისი, დედაენა, 2011. - 240გვ.. - ISBN: 9789941031656
- ქართული ზმნა = Georgian verb : ფორმაწარმოების საკითხები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2010. - 520გვ.. - ISBN: 9789941102370
- ასოციაციები ; ვარდისფერი პარადოქსები (Author). - თბილისი, 2009. - 68გვ.
- ბედი ქართული ენისა ათასწლეულთა მიჯნასთან (Author). - თბილისი, 2009. - 92გვ.
- ქართული სალიტერატურო ენა = Georgian literary language : ისტორია და თანამედროვეობა (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2009. - 170გვ.. - ISBN: 9789941101373
- ბედი ქართული უნივერსიტეტისა ათასწლეულის კარიბჭესთან : ანუ სიმართლისათვის ყვირილს ყოველთვის აქვს აზრი : ნარკვევი (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 73გვ.
- ერთხელ საქართველოში (Author). - თბილისი, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000. - 116გვ.. - ISBN: 99928-820-2-6
- მარადიულნი თანამედროვენი (Author). - თბილისი, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000. - 139გვ.. - ISBN: 99928-820-1-8
- ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი : ლექსიკონი (Co-Author). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 408გვ.. - ISBN: 5-520-01075-7
- ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი : ლექსიკონი (Co-Author). - თბილისი, მეცნიერება, 1989. - 439გვ.
- ქართული ზმნის უღვლილების სისტემა (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1988. - 174გვ.
- დრო - კილოთა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში (Author). - თბილისი, თსუ, 1984. - 121გვ.
|