The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გვანცა აბდალაძე

გვანცა აბდალაძე
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის უცხოური ენების განყოფილება (ინგლისური ენა) 1996 წელს; ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა 2000 წელს. 

კვალიფიკაციის ამაღლება: 2009 წ. - კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, აშშ. (JFDP პროგრამის მონაწილე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება) მიწვეული მკვლევარი.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; არის აშშ-სა და ევროკავშირის სხვადასხვა პროექტების მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, არის სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" დაცულია მისი ერთ-ერთი წიგნი "რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში" - dspace.nplg.gov.geკვლევითი ინტერესები: საერთაშორისო ურთიერთობები; საერთაშორისო უსაფრთხოება; მშვიდობის მშენებლობა; შედარებითი პოლიტიკა; ისტორია; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

 სადისერტაციო თემა - "საქართველოს მეფეთა მეფე გიორგი IV ლაშა - 1206-1223", დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: