შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ მინდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1965 წელს. 1972-2006წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 2006 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ხალხური მედიცინა (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)", დაიცვა 1977 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური სამედიცინო კულტურა", დაიცვა 2000 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.423; ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |