Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიბო ლომაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950–1980წწ. ეწეოდა პარტიულ მუშაობას, იყო საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ბორჯომის რაიკომის პირველ მდივნი, საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; იყო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი; მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ დამუშავებაში; მნიშვნელოვანია მისი წვლილი რუსთველოლოგიისა და ვაჟალოგიის დარგებში; ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრობლემებს მან 15 წიგნი და ბროშურა მიუძღვნა; არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიებისა და წერილების ავტორი, რომლებიც სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მისი რედაქტორობით მრავალი ფუნდამენტური მონოგრაფია და კრებული გამოიცა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა – "ვაჟა–ფშაველას საზოგადოებრივ–პოლიტიკური და საისტორიო შეხედულებანი", დაიცვა 1984 წელს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.706; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.109 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |