| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
გრიგოლ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს. 1952–1955წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1956 წლიდან მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომელად, 1960 წლიდან უფროს მეცნიერ თანამშრომელად, 1986 წლიდან მთავარ მეცნიერ თანამშრომლად, 1988 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების გამგედ, 1991 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე. ხეთოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა–"ხეთების სახელმწიფოს სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები (უშუალო მწარმოებლები ხეთურ საზოგადოებაში)", დაიცვა 1973 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

