Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ არდოტელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არდოტი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სპეციალობა: კავკასიური ენები 1984 წელს. 1982-1983 წწ. არდოტის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი; 1984-2025 წწ. არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 1989-1991 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, 1993-1994 წწ. დოცენტი, 2011-2018 წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი. სამეცნიერო კვლევის სფერო: დაღესტნური, ნახური და ქართველური ენებ; კერძოდ, ზოგადი და ისტორიული ენათმეცნიერების კარდინალური საკითხები, ქართველურ და ნახურ-დაღესტნურ ენათა აღწერითი ანალიზი, ამ ენათა ფონოლოგიური სისტემებისა და მორფოლოგიური სტრუქტურების ისტორიულ-შედარებითი შესწავლა, დიალექტოლოგია, ენობრივი კონტაქტები, ეტიმოლოგიური კვლევა-ძიება, არეალური ლინგვისტიკის ფუნდამენტური საკითხები, ექსპერიმენტული ფონეტიკის პრობლემატიკის დამუშავება და სხვ.; გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია და 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც განხილულია ქართველურ, დაღესტნურ და ნახურ ენათა როგორც აღწერითი, ისე ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების საკითხები; გამოსაცემად ამზადებს ხუნძური ენის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ქრესტომათიითა და ხუნძურ-ქართული ლექსიკონით (თანაავტორები - რ. აბაშია, ლ. აზმაიფარაშვილი; იხ. http://caucasiology.tsu.ge/docs/geo/proektebi/xundzur.pdf). მონაწილეობა აქვს მიღებული კავკასიოლოგთა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავს სალექციო კურსები შემდეგ საგნებში: 1) ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თეორიული კურსი; 2) ჩეჩნური ენა (სემინარი); 3) Сравнительная грамматика нахско-дагестанских языков; 4) Сравнительная грамматика иберийско-кавказских языков (Фонетика); 4) Теоретический курс общего и иберийско-кавказского языкознания; 5) Аварский язык – 1; 6) იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა (ფონეტიკა); 7) ენობრივი სიტუაცია კავკასიაში (სემინარი) და ა. შ. 2023 წლიდან არჩეულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002 ). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მიმღეობა დიდოურ ენებში (სინქრონული და დიაქრონული ანალიზი)", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ფონოლოგიური სისტემის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი", დაიცვა 2002 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |