The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ არჯევანიძე

ეთერ არჯევანიძე
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 2009  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი 1941 წელს.

თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას: იყო თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი და აგრეთვე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დარგის სადისერტაციო საბჭოს წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქართული ფოლკლორის შესწავლის პრობლემა რევოლუციამდელი საქართველოს რუსულ პერიოდიკაში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.II.–თბ., 1997. გვ.222; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: