The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო ჭუმბურიძე

დოდო ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1975წწ. - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ფონდების გამგე, განყოფილების გამგე; 1976-1978წწ. - საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალ "განთიადის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1979-1983წწ. - გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", ლიტერატურული მუშაკი; 1985-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1989წწ. - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2001წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1999წწ. - არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის დოცენტი, ისტორიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; 2001-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა– "დროებით ვალდებულ გლეხთა ინსტიტუტი საქართველოში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო იდეოლოგია და პოლიტიკა 1918-21 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.439; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლადო ასათიანის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: