The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სიმონიშვილი

დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2015  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კეალიფიკაციით 1962 წელს, სპეციალობით "საანგარიშო-გამომთვლელი მანქანები და მართვის ხელსაწყოები"; თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს.

1971 წლიდან იყო თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1980-1985წწ. - სსრ კავშირის რადიომრეწველობის სამინისტროს სპეციალური სამეცნიერო-სასწავლო გაერთიანება ალგორითმის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო ნაწილში; 1985-1990 წწ. – კოლექტიური სარგებლობის საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრის დირექტორი; 1997 წლიდან UNDP-ის პროექტის "სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფა დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის" ეროვნული აღმასრულებელი კოორდინატორი; 1989-1992წწ. - სამეცნიერო-საწარმოო კოოპერატივ "პროლოგის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; 1991-1996წწ. – შპს "ინფოს" გენერალური დირექტორი; 1999-2005წწ. – საქართველოს პროგრამისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თაემჯდომარე; 2005–2009წწ. - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოლიდარობის" გამგეობის წევრი; 2009 წლიდან – საქართველოს შრომის ვეტერანთა და პენსიონერთა კავშირ "ამაგდარის" გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში: მიუნხენში, კაიროში (ეგვიპტე), სანტიაგო დე ჩილეში, მოსკოვში, ტალინში, ტაშკენტში, ისიკყულში, ვლადივოსტოკში, სოფიაში, ლონდონში და სხვა. 4 სახელმძღვანელოს, 8 სასწავლო-მეთოდური მასალის, 1 გამოგონების ავტორი. გამოქვეყნებული ჰქონდა 24 სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.293

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: