Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შუქია აფრიდონიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1969წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ტექნიკოსი; 1969-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრა და მასთან არსებული ტოპონიმიკის ლაბორატორია; 1982-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი (ენათმეცნიერი), განყოფილების გამგე; 1978-1982წწ. - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოცენტი; 2004 წლიდან - პროფესორი; 2006 წლიდან - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი. წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მუშაობას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის, ლექსიკოლოგისა და ფოლკლორისტის თედო სახოკიას შვილიშვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში" (X1X-XXსს-ის პროზაული მასალის მიხედვით)", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიმართვის ფორმათა სტრუქტურა და ფუნქციონირება ახალ ქართულში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.450; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |