| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ლია სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს. 1957 წლიდან ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე-"ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში." მუშაობდა უნივერსიტეტში-კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში-უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად. პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში", გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების კრებული, პროზაული -"ბედნიერი სიჩუმე", "რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუაზე. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

