The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჟორდანია

რევაზ ჟორდანია
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2011  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1958 წელს.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. 1958 წელს მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიურ განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1965-1975 წწ. მან გერმანიაში გამოაქვეყნა საქართველოს მუზეუმის - საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ფრინველების კოლექციის კატალოგი, 1969 წელს მუშაობას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე, პარალელურად 1990 წლიდან ხელმძღვანელობს ხერხემლიან ცხოველთა ბიოლოგიისა და დაცვის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას, არის 150-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიის, სამეცნიერო, მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი 300 -ზე მეტი სტატიის ავტორი, 1991 წელს სადოქტორო დისერტაციის დაუცველად მიენიჭა პროფესორის წოდება, 1992 წელს საქართველოში ერთ - ერთ პირველთაგანს დაენიშნა ამერიკელი მეცენატისა და მეცნიერის ჯორჯ სოროსის და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სტიპენდია, 1994-1997 წწ. მან მოაწყო პირველი ქართული ფაუნისტური ექსპედიციები თურქეთში (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტაან-რუშეთი, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან). 1972 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ზოოლოგი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ გეოგრაფიული საზოგადოება
  • აშშ ნიუ - იორკის მეცნიერებათა აკადემია
  • ბრიტანეთის ორნითოლოგიური კავშირი
  • რუსეთის მენზბირისეული ორნითოლოგიური საზოგადოება
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: