The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ქურდიანი

მიხეილ ქურდიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1954
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 2010  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტრის ეზო, მცხეთა
კატეგორია:ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს; ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1977 წელს; ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი, მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით 2001 წელს.

1977-1978 წწ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ინგლისურენოვანი მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურის მეცნიერ-რედაქტორი; 1978–1991 წწ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრისა და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორების ლექტორი; 1978–1979 წწ. საქართველოს სახელმწიფო გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979–1984 წწ. მუშაობადა გამომცემლობა "მერანის" რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად; 1984-2010 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: უფროს ლაბორანტად (1984-1986), უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1986-1988), მეცნიერ-თანამშრომლად (1988-1995); უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1995-1998), წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1998-2010); პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკ. წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2004 წელს მონაწილეობას ღებულობდა თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ორი სპეციალობით: ენათმეცნიერების თეორია და ისტორია და ლიტერატურის თეორია (1998), პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

სადისერტაციო თემა – "საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (2007-)
  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, დამფუძნებელი (1987-)
  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საპატიო წევრი (1991-)
  • საერთაშორისო აკადემიური საზოგადოება, საპატიო აკადემიკოსი
  • საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება, წევრი, დამფუძნებელი (1989-)
  • საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდენტი (1990-1994)
  • საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება, საპატიო პრეზიდენტი (1999-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1992-)
  • საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, პრეზიდენტი (2003-)
  • საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, წევრი (1987-)
  • საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-2010)
  • სსრ კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (გარდაცვალების შემდგეგ)
    ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: