The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა იმედაძე

ნათელა იმედაძე
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 2024  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1955 წელს.

სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოკვეთა კვლევის ძირითადი მიმართულებები: ფსიქოლინგვისტიკა, მეტყველების განვითარება, მეორე ენის დაუფლება, სტრესი, მისი როლი სწავლაში. 1957-1978წწ. - დ. უზნაძის სახელობის  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, აქვე კითხულობდა ზოგადი, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კურსებს; 2006-2010წწ. ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კითხულობდა კურსებს: ასაკობრივი ფსიქოლოგია, უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგია. შემდგომში ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი. გამოქვეყნებული აქვს  110 ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 14 ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. აქტიურად მონაწილეობდა  ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში (იაპონია, გერმანია, უნგრეთი, რუსეთი), ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ  ევროპულ კონფერენციებში (იტალია, ლიტვა). 1995-1996 და 2001-2002წწ. მონაწილეობდა ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში (გერმანია, შვეიცარია), საერთაშორისო სიმპოზიუმებში (პოლონეთი, ავსტრია). წაიკითხა ლექციების კურსები: ბილინგვიზმის ფსიქოლოგია – ბუდაპეშტში და ფსიქოლინგვისტიკაში კელნის უნივერსიტეტში. ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვის მიერ ორი ენის ერთდროული დაუფლების ფსიქოლოგიური ანალიზი" (თსუ სადისერტაციო საბჭო), დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევები" (დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო), დაიცვა 1978 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.240; მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: