Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა ცხადაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ფილოლოგის ფაკულტეტი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი - 1968 წელს. 1969-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი ლაბორანტი; 1976-1984წწ. - ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგე; 1984-1987წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ტოპონიმიკის ლაბორატორიაში; 1987 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორატორიის გამგე; 1995 წლიდან, შეთავსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სიღნაღის ფილიალი, ლექტორი, კათედრის გამგე, პროფესორი. სამეცნიერო შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საკუთარი სახელი კოლხურ (ზანურ) ენაში (მეგრული ტოპონიმის, ანთროპონიმისა და ზოონიმიის მასალების მიხედვით)", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.505; არნოლ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |