The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ცხადაია

პაატა ცხადაია
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 2021  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორია-ფილოლოგის ფაკულტეტი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი - 1968 წელს.

1969-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი ლაბორანტი; 1976-1984წწ. - ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის გამგე; 1984-1987წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ტოპონიმიკის ლაბორატორიაში; 1987 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორატორიის გამგე; 1995 წლიდან, შეთავსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სიღნაღის ფილიალი, ლექტორი, კათედრის გამგე, პროფესორი. სამეცნიერო შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საკუთარი სახელი კოლხურ (ზანურ) ენაში (მეგრული ტოპონიმის, ანთროპონიმისა და ზოონიმიის მასალების მიხედვით)", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.505; არნოლ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: