შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერანდო მაისაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1963 წელს. 1965-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინტიტუტის ასპირანტი; 1970 წლიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1995 წლიდან გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1965-1977წწ. ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის რეგიონური გეოლოგიისა და ტექტონიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1992წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2001წწ. ამავე ინსტიტუტის რეგიონული გეოლოგიის სექტორის გამგე; 2002-2005წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2006წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: რეგიონული გეოლოგია, ტექტონიკა, პალეოგეოგრაფია და ლითოლოგია. გამოქვეყნებულია აქვს 72 სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge; academy.giasher.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.465 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |