Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ავთანდილ ნიკოლეიშვილი
Date of birth: | 27 August, 1948 (76 years) |
Category: | Literary scholar, Scientist, Educator, Poet, Philologist |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი გორა, ვანის რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.
1970 წლიდან მუშაობს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო: ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, 1996-2004წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციების მონაწილე. ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას. არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მოამბის" მთავარი რედაქტორი; ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო ჟურნალ "ქართველური მემკვიდრეობის" თანარედაქტორი; საქართველო-ისრაელის მეგობრობის იმერეთის ორგანიზაციის ჟურნალ "ნოსტალგიის" რედაქტორ-გამომცემელი. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული საბჭოთა ლირიკა (60-იანი წლები)", დაიცვა 1983 წელს.
წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.66-71; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 136;წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 243-244
Member of Organizations
- გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
- კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული საზოგადოება, წევრი
- ნიუ-იორკის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
Awards and Honors
- 2011 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
- 1998 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონი)
- 1998 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 1996 - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
- 1995 - გერცელ ბააზოვის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
- 1993 - ქართულ-ევროპული ინსტიტუტის პრემია (პარიზი)
Bibliography
- XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები : წ. IV (Author). - ქუთაისი, მოწამეთა, 2003. - 726გვ.. - ISBN: 99928-79-78-5
- ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ისტორიიდან : წ.I (Author). - ქუთაისი, ქუთაისის უნ-ტი, 2003. - 236გვ.. - ISBN: 99928-79-81-5
- ლიტერატურული ნარკვევები (Author). - ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, 2002. - 264გვ.. - ISBN: 99928-79-78-5
- XX საუკუნის ქართული მწერლობა : წ.I (Author). - ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, 2002. - 604გვ.. - ISBN: 99928-79-17-3
- ჭაბუა ამირეჯიბი : ლიტ.ეტიუდი (Author). - ქუთაისი, ქუთაისის უნ–ტი, 2001. - 63გვ.. - ISBN: 99928-79-52-1
- ეროვნული საკითხი სტალინის ნააზრევში (Author). - ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, 2000. - 132გვ.. - ISBN: 99928-79-14-9
- პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება (Author). - ქუთაისი, საწუთრო, 1995. - 304გვ.
- დავით და გერცელ ბააზოვები : მონოგრაფია (Author). - ქუთაისი, საწუთრო, 1995. - 124გვ.
- გიორგი ლეონიძის ლირიკა (Author). - ქუთაისი, საწუთრო, 1993. - 172გვ.
- მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" : მოსწავლეთა და მასწ. დასახმარებლად (Author). - ქუთაისი, საწუთრო, 1992. - 36გვ.
- ნიკო ლორთქიფანიძე : ცხოვრება და შემოქმედება. მონოგრაფია (Author). - ქუთაისი, საქართველო, 1992. - 179გვ.
- გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) : მონოგრაფია (Author). - თბილისი, მერანი, 1990. - 125ვ.
- თვალთახედვა : ლიტერატურული წერილების კრებული (Author). - ქუთაისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 299გვ.
- ნაკადები : ლიტერატურული წერილების კრებული (Author). - ქუთაისი, საბჭოთა საქართველო, 1982. - 211გვ.
- ფიქრები თანამედროვე ქართულ ლირიკაზე (Author). - თბილისი, მერანი, 1981. - 151გვ.
- გამოძახილი : კრიტიკული წერილები (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1978. - 178გვ.
- ლექსები (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1975. - 46გვ.
|