The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ჭეიშვილი

რეზო ჭეიშვილი
ოფიციალური სახელი:რევისე ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 2015  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოლიტიკოსი, სცენარისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1959 წელს.

1961 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მუშობდა ჟურ. "ცისკრის" რედაქციაში; 1985 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორის მოადგილეა; პირველი მოთხრობები 1958 გამოაქვეყნა თსუ-ის ალმანახ "პირველ სხივში"; ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები "ბზიანეთი" (1962), "წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში" (1968), "კვამლი" (1982), "ცისფერი მთები" (1983), რომანები "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1966, ახ. რედაქცია "ქალაქში დინოზავრები დადიან", 1974), "დალი" (1976), "მუსიკა ქარში" (1982); რ. ჭეიშვილი სატირულ-იუმორისტული პროზის ოსტატია, მიმართავს გროტესკს, სარკაზმს, ირონიას (მოთხრობები "ალ-რაზაკის სიკვდილი", "ძეგლი", "პაპიაშვილის ბრალდების საქმე", "მიწების განაწილება", "რასემონი", "ვაიმე, ჩემო ვენახო", "მეოთხე სიმფონია" და სხვ.); სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("ბზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "განთიადის წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი. 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ქართველი კლასიკოსი მწერალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987. -გვ.389; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.394; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის კულტურის კომისია, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლიბერალები", წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2011 - პრემია "საგურამო"
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ფილმისთვის "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: