შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1959 წელს. 1961 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მუშობდა ჟურ. "ცისკრის" რედაქციაში; 1985 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორის მოადგილეა; პირველი მოთხრობები 1958 გამოაქვეყნა თსუ-ის ალმანახ "პირველ სხივში"; ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები "ბზიანეთი" (1962), "წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში" (1968), "კვამლი" (1982), "ცისფერი მთები" (1983), რომანები "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1966, ახ. რედაქცია "ქალაქში დინოზავრები დადიან", 1974), "დალი" (1976), "მუსიკა ქარში" (1982); რ. ჭეიშვილი სატირულ-იუმორისტული პროზის ოსტატია, მიმართავს გროტესკს, სარკაზმს, ირონიას (მოთხრობები "ალ-რაზაკის სიკვდილი", "ძეგლი", "პაპიაშვილის ბრალდების საქმე", "მიწების განაწილება", "რასემონი", "ვაიმე, ჩემო ვენახო", "მეოთხე სიმფონია" და სხვ.); სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("ბზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "განთიადის წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი. 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ქართველი კლასიკოსი მწერალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987. -გვ.389; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.394; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.141 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |