Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ვაჩნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. 1963-2006 წლებში პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეებისა და საქართველოს ისტორიის კათედრებზე; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მისი კვლევის საგანია შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების მენტალიტეტი, ქართული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული თხზულებები, ქრისტიანული სიმბოლიკა, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობები, წარმართული სააზროვნო სისტემის რელიქტები, საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებისა და წიგნსაცავების ისტორია (XX ს. II ნახ.), ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების რუსულ ენაზე თარგმნა და კომენტარები, "ქართლის ცხოვრების" სახისმეტყველება, ბერძნული ეპისტოლოგრაფია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის "შრომების" შემდგენელი, საქართველოს ისტორიის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს (ტომი I) თანაავტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1993). სადისერტაციო თემა - "სააზროვნო სისტემა და ქართული საზოგადოების ზნეობრივი იდეალი", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209; საქართველოს რესპუბლიკა N56 (9588), 19 მაისი 2023 წელი, გვ.11: nplg.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |