Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედიშერ ხოშტარია-ბროსე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს. 1949-1956წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად და საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგედ, 1956 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, 1962-1972წწ. იმავე ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1972 წ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება საქართველოში XIX საუკუნეში", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ედიშერ ხოშტარია-ბროსე : ხსოვნა / თ. გამყრელიძე ; ზ. ალექსიძე, ა. აფაქიძე, გ. გველესიანი და სხვ. // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 19 ნოემბერი. - N269-270 (5302-5303). - 23 გვ. ; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |