შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ ხოშტარია-ბროსე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს. 1949-1956წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად და საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგედ, 1956 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, 1962-1972წწ. იმავე ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1972 წ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება საქართველოში XIX საუკუნეში", დაიცვა 1969 წელს. წყარო: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |