ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
აკაკი დაუშვილი
დაბადების თარიღი: | 9 აპრილი, 1961 (64 წლის) |
კატეგორია: | მწერალი, ხელოვნების მუშაკი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1986 წელს.
1996-1998წწ. ლიტერატურულ გაზეთ "ათინათის" მთავარი რედაქტორი; 1993-1999წწ. ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათის" სარედაქციო კოლეგიისა და სარედაქციო საბჭოს წევრი; 2004 წლიდან დღემდე ჟურნალ "ოლეს" მთავარი რედაქტორი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2023 - პრემია "საგურამო"
- 2022 - საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული"
- 2022 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია
- 2021 - ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია
- 2019 - დავით კლდიაშვილის პრემია
- 2010 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
- 2007 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- წვიმის წვეთი პაკი : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2024. - 124გვ.. - ISBN: 978-9941-511-54-7
- მცივანა თოვლის ბაბუა და სხვა ამბები : ზრაპრები და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2024. - 92გვ.. - ISBN: 978-9941-34-403-9
- მზეთუნახავ ცაბუსა და კაცუნა დუდუსის თავგადასავალი : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 24გვ.. - ISBN: 978-9941-34-218-9
- გულთან სატარებელი მიწის ამბავი : საყმაწვილო მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2022. - 112გვ.. - ISBN: 9789941341809
- ხვლიკი კოსტას ამბები : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2021. - 84გვ.. - ISBN: 9789941340628
- თანამედროვე რუსული პროზა : მოთხრობები = Современная русская проза : Рассказы (მთარგმნელი). - თბილისი, მერიდიანი, 2019. - 288გვ.. - ISBN: 9789941255984
- გლადიატორები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ქაღლდის წერო, 2008. - 142გვ.. - ISBN: 978-99928-999-4-6
- საყმაწვილო მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ხატიონი, 1997. - 46გვ.
- უცნაური ბიჭი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ს/ს ფარნავაზი, 1997. - 48გვ.
- განაჩენის მოლოდინი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 100გვ.
|