The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გაბუნია

გურამ გაბუნია
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2018  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი, ქუთაისის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქუთაისი და "ქუთათისის ქვეყანა" უძველესი დროიდან XV საუკუნემდე", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო X საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XI საუკუნის დასაწყისში (საქართველოს სახელმწიფოებრივი გაერთიანების პრობლემური საკითხები)", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.404

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფაზისის მეცნიერებისა და კულტურის აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: