The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ცაგარეიშვილი

ელენე ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 2020  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს.

საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის საისტორიო წერილობითი ძეგლების განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; არმენოლოგი და წყაროთმცოდნე.

სადისერტაციო თემა – "იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია", დაიცვა 1965 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: