შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მელქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს. მუშაობდა პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1985-1991წწ. იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; თსუ უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი 1992 წლიდან; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი 1993 წლიდან; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე პუბლიკაცია საქართველოს, რუსეთის, ჩეხეთის, უნგრეთის იურიდიულ, გაეროსა და ტასისის ინგლისურ ენოვან ჟურნალებში. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა – "სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი პრობლემები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.253 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |