The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის ყურაშვილი

ბორის ყურაშვილი
Date of birth:13 January, 1912
Date of death:October, 2007  (at 95 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით 1937 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1937-1947წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგია-პარაზიტოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, 1945 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1947 წლიდან პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ, 1964-1989წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1957 წლიდან შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე, "საქპატენტიდან" მიღებული აქვს პატენტი(p1781) გამოგონებაზე - "წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალება"(1998წ.), მის მიერ შექმნილია პრეპარატი "პროსტასექსინი". მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, ჯორჯ სოროსის საერთაშორისო ფონდის პროფესორის წოდება. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "Гельминты охотничие - промысловых птиц Грузии в фаунистическом и экологическом освещении", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 115-116

Member of Organizations

  • ბულგარეთის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1984-)
  • მოქალაქეთა კავშირი
  • რუსეთის ჰელმინთოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1984-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • უკრაინის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1995-)
  • ჩეხოსლოვაკიის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1974-)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ჯორჯ სოროსის საერთაშორისო ფონდის პროფესორის წოდება
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), საპატიო დიპლომი
    უხერხემლოთა ზოოლოგია : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, ასპირანტებისა და პედაგოგებისათვის/ ბორის ყურაშვილი . -თბილისი : განათლება, 1996. - 488გვ.
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია
    საქართველოს მტკნარი წყლის თევზების პარაზიტების შესწავლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისთვის
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
    საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარებაში მიღწეული შედეგებისთვის

Bibliography


Share: