ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ბორის ყურაშვილი
დაბადების თარიღი: | 13 იანვარი, 1912 |
გარდაცვ. თარიღი: | ოქტომბერი, 2007 (95 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ექიმი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, მარტვილის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით 1937 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.
1937-1947წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგია-პარაზიტოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, 1945 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1947 წლიდან პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ, 1964-1989წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1957 წლიდან შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე, "საქპატენტიდან" მიღებული აქვს პატენტი(p1781) გამოგონებაზე - "წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალება"(1998წ.), მის მიერ შექმნილია პრეპარატი "პროსტასექსინი". მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, ჯორჯ სოროსის საერთაშორისო ფონდის პროფესორის წოდება. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
სადისერტაციო თემა - "Гельминты охотничие - промысловых птиц Грузии в фаунистическом и экологическом освещении", დაიცვა 1955 წელს.
წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 115-116
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ბულგარეთის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1984-)
- მოქალაქეთა კავშირი
- რუსეთის ჰელმინთოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1984-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
- უკრაინის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1995-)
- ჩეხოსლოვაკიის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1974-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1997 - ღირსების ორდენი
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- ჯორჯ სოროსის საერთაშორისო ფონდის პროფესორის წოდება
- სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), საპატიო დიპლომი
უხერხემლოთა ზოოლოგია : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, ასპირანტებისა და პედაგოგებისათვის/ ბორის ყურაშვილი . -თბილისი : განათლება, 1996. - 488გვ.
- სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია
საქართველოს მტკნარი წყლის თევზების პარაზიტების შესწავლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისთვის
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
- საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარებაში მიღწეული შედეგებისთვის
ბიბლიოგრაფია
- პარაზიტოლოგიის მოკლე კურსი : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასპირანტების, მეცნიერ თანამშრომლებისა და პედაგოგებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1996. - 184გვ.
- უხერხემლოთა ზოოლოგია : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, ასპირანტებისა და პედაგოგებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1996. - 488გვ.
- პარაზიტოლოგიური გამოკვლევები მცირე კავკასიონის ბიოგეოცენოზებსა და მეცხოველეობის ფერმებში საქართველოს ფარგლებში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 192გვ.
- ვისწავლოთ ცხოველთა სამყაროს დაცვა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 46გვ.
- საქართველოს ცხოველთა სამყაროს დაცვა და რაციონალური გამოყენება (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 154გვ.
- საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა ატლასი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1981. - 109გვ.
- საქართველოს მტკნარი წყლის თევზების უმთავრესი დაავადებანი და მათთან ბრძოლა (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 72გვ.
- ბუნების დაცვა ყოველი მოქალაქის მოვალეობაა (ავტორი). - თბილისი, 1977. - 31გვ.
- საქართველოს შინაური ფრინველების ჰელმინთები (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1976. - 242გვ.
- Гельминты человека, животных и растений в Грузии : справочник (თანაავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1965. - 94с.
- ექინოკოკოზი, ცენუროზი და მასთან ბრძოლა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1962. - 42გვ.
- დარვინიზმის მნიშვნელობა ზოოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში (ავტორი). - თბილისი, საქ. მეც. აკადემია, 1959. - 44გვ.
|