Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ლომოური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1952 წლიდან დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; შემდეგ წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხელოვნების უმაღლეს სკოლაში; 1965-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1969-1971წწ. ამავე უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის გამგე; 1971-1979წწ. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1992 წლიდან შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. აქვს გამოკვლევები უძველეს უცხოურ წყაროებში თბილისის მოხსენიების შესახებ; წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ერთადერთი ხელმძღვანელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 18 მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს შესახებ", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოსა და რომის ურთიერთობა", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; burusi.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.355; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.423 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |