The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ლომოური

ნოდარ ლომოური
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 2016  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1952 წლიდან დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; შემდეგ წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხელოვნების უმაღლეს სკოლაში; 1965-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1969-1971წწ. ამავე უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის გამგე; 1971-1979წწ. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1992 წლიდან  შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. აქვს გამოკვლევები უძველეს უცხოურ წყაროებში თბილისის მოხსენიების შესახებ; წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ერთადერთი ხელმძღვანელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 18 მონოგრაფიის ავტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს შესახებ", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოსა და რომის ურთიერთობა", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geburusi.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.355

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • მუზეუმების საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი (1998-)
  • საერთაშორისო ჟურნალ "Византииский Временник" –ის სარედაქციო საბჭო, წევრი
  • სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: