| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ჭაბუა ამირეჯიბი (ბერი)![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამი კურსი. პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი, ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი 1945-47წწ., ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი 1947-50წწ.. განთავისუფლების შემდეგ საქართველო - აშშ ერთობლივი საწარმოს "ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ "კინო"-ს დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი 1969-72წწ., კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს მეორე გაერთიანების დირექტორი 1972-76წწ., კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი 1983-89წწ., საქართველოს თავდაცვის ფონდის თავჯდომარე 1992 -95წწ., ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერია"-ს და გაზეთ "ახალი ივერია"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე 1999წელს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია 1976 -98წწ., მოთხრობების სამი კრებული 1965-68წწ., საბავშვო იგავ-არაკების კრებული 1967წ., რომანები. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და დაჯილდოვებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

