The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იგორ ბონდირევი

იგორ ბონდირევი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს.

1973 წლიდან მუშობდა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრად, ჯგუფის უფროსად, უფროს გეოლოგად, პარტიის უფროსად; 1979-1982წწ. მუშაობდა მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკაში გეოლოგ-გეომორფოლოგად; 1995 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში გეომორფოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 2000 წლიდან უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი. შეთავსებით მუშობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის კათედრაზე. 1972-1976წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა გეოგრაფიის ინსტიტუტში პროფ. ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით. მან შეისწავლა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების როგორც გეომორფოლოგიური, ისე ეკოლოგიური ასპექტები, დაამუშვა სასარგებლო წიაღისებულის ძებნა-ძიების სტრუქტურულ-გეომორფოლოგიური მეთოდები; შეადგინა და გამოაქვეყნა მოზამბიკის გეომორფოლოგიური რუკა, სტოკჰოლმი 1983 წელს; შეიმუშვა შავი ზღვის ეკოლოგიური პროცესების ინფორმაციული მოდელი. აღნიშნულ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2002). არის ქ. მაპუტოს (მოზამბიკი) უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს პერიგლაციალური ლანდშაფტები", დაიცვა 1977 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოზამბიკის გეომორფოლოგია"; დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.49-50

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: