The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ოთინაშვილი

რამაზ ოთინაშვილი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტი 1990 წელს; 1992-1995წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა 1995 წელს; ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტურანტურა 2003 წელს.

1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის თანამშრომელი - ასისტენტი, მეთოდისტი, დოცენტი, პროფესორი; 1990-1992წწ. ხილ-ბოსტნეულის შენახვის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტალურ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ინჟინერი; 1996-2004წწ. სახელმწიფო უშიშროების აკადემია - დოცენტი, კათედრის უფროსი, დეპარტამენტის დირექტორი; 2000-2001წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; 2003-2004წწ. ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტურის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2008წწ. თბილისის ბიზნეს აკადემია, ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი; 2006-2008წწ. თბილისის ევროპული ინსტიტუტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, პროფესორი (კონტრაქტით). არის 5 მონოგრაფიის, 3 სახელმძრვანელოს და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი; 1999-2001წწ. პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2005). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: