Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
რევაზ ბარამიძე
Date of birth: | 1928 |
Date of death: | 7 August, 2010 (at 82 years) |
Category: | Educator, Philologist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.
ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი.მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამების", გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების", ასევე ნაშრომები ფარნავაზ მეფის შესახებ. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ასზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასწავლიდა ცხინვალის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ევროპის რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი 1969 წლიდან, პროფესორი.
წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; თსუ-ის გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი": newspaper.tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 137
Member of Organizations
- ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია
- პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკდემია
Awards and Honors
- 1998 - ღირსების ორდენი
ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქიზიყის მხარის ლიტერატურული და კულტურული ტრადიციების აღორძინებისათვის
Bibliography
- დავითიანში განფენილი ზოგიერთი პრობლემა (Author). - თბილისი, 2005. - 163გვ.
- წინ - ილიასაკენ : ეროვნული ცნობიერება (Author). - თბილისი, მერანი, 2001. - 119გვ.
- გიორგი მერჩულე - ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება (Author). - თბილისი, დედაენა, 2001. - 160გვ.. - ISBN: 99928-899-2-6
- ქართული პროზის საკითხები (Author). - თბილისი, განათლება, 1995. - 352გვ.. - ISBN: 5-505-01871-8
- ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქვეყანა თვისი (Author). - თბილისი, საქართველო, 1992. - 51გვ.. - ISBN: 5-529-01106-3
- ნარკვევები ქართული მწერლობის ისტორიიდან (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 269გვ.
- ლიტერატურული შტუდიები (Author). - თბილისი, თსუ, 1988. - 196გვ.
- ქართული მწერლობის შესწავლისათვის (Author). - თბილისი, განათლება, 1986. - 182გვ.
- არჩილ ბაგრატიონი (Author). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 167გვ.
- ქართული საისტორიო და ორატორული პროზა (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 339გვ.
- ქართული მწერლობის სათავეებთან (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 143გვ.
- შუშანიკის წამება (Author). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.
- ანტონ კათალიკოსი - "წყობილსიტყვაობა" (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1972
- ქართული საისტორიო პროზა (Author). - თბილისი, განათლება, 1971. - 136გვ.
- ნარკვევები მხატვრული პროზის ისტორიიდან (Author). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1966. - 234გვ.
- იოანე ბოლნელი : ცხოვრება და შემოქმედება (Author). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბ და სტ.ა, 1962. - 100გვ.
- ნარკნვევები ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან V-XI სს. (V-XI) ნაწ.I (Author). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1957. - 112გვ.
|