The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბარამიძე

რევაზ ბარამიძე
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 2010  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი.მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამების", გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების", ასევე ნაშრომები ფარნავაზ მეფის შესახებ. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ასზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასწავლიდა ცხინვალის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ევროპის  რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი 1969 წლიდან, პროფესორი.

წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.geთსუ-ის გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი": newspaper.tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 137

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია
  • პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკდემია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქიზიყის მხარის ლიტერატურული და კულტურული ტრადიციების აღორძინებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: